21 აგვისტო 2026,   07:40
ვრცლად
უკრაინის დახმარების საკითხები, ნატო-ში გაწევრიანება და უსაფრთხოების გარანტიები - ამ საკითხებზე გერმანიამ, საფრანგეთმა და პოლონეთმა "ვაიმერის სამკუთხედის" ფორმატში იმსჯელეს

უკრაინის დახმარების საკითხები, ნატო-ში გაწევრიანება და უსაფრთხოების გარანტიები. ეს ის თემებია, რაზეც სამი ქვეყნის ლიდერმა "ვაიმერის სამკუთხედის" ფორმატში იმსჯელა.

შეხვედრას პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცი ესწრებოდნენ.

"უკრაინის კონტრშეტევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ეს ფრთხილად და მეთოდურად სამხედრო ლიდერების მიერ იყო დაგეგმილი, რომლებიც მონდომებას წელიწადზე მეტია აჩვენებენ. ეს შეტევა რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვეც კი შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დავხმარებოდით მას იმ ლიმიტების ფარგლებში, რომელიც ჩვენს თავს დავუწესეთ კონფლიქტის დასაწყისიდან.
ჩვენ გავაძლიერეთ იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდება უკრაინისთვის და გავაგრძელებთ მხარდაჭერას უახლოეს დღეებსა და კვირებში", - განაცხადა მაკრონიმ.

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი აქტიურად დგანან უკრაინის გვერდით.

"უკრაინაში შეჭრა ჩვენი დროის მთავარ საგარეო პოლიტიკის საკითხად რჩება და ეს ასევე ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ცენტრალური თემა იქნება. ჩვენი პოზიცია ნათელია: გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი აქტიურად დგანან უკრაინის გვერდით. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ქვეყანას დაცვაში. პოლიტიკურად, ჰუმანიტარულად, ფინანსურად და ასევე იარაღით რუსული აგრესიის წინააღმდეგ", - განაცხადა ოლაფ სოლცმა.

პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდამ იმედი გამოთქვა, რომ ვილნიუსში ნატო-ს მომავალი სამიტი კიევს კარგ ამბავს მოუტანს.

"უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მკაფიო პერსპექტივის შესახებ მკაფიო სიგნალს ელოდება. დღეს ეს არის ყველაზე დიდი მოლოდინი უკრაინის მთავრობისთვის, უკრაინის ჯარისკაცებისთვის, მისი დამცველებისთვის და უკრაინული საზოგადოებისთვის. ეს ცალსახად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. იმედი მაქვს, რომ ვილნიუსში ნატო-ს მომავალი სამიტი კიევს კარგ ამბავს მოუტანს", - განაცხადა ანდჟეი დუდამ.

 

დღის ამბები