პრიმორსკში კადიროვის "მარჯვენა ხელი", ადამ დელიმხანოვი მოკლეს - ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ძალების მებრძოლმა, პოლიტოლოგმა საზონოვმა განაცხადა.
დელიმხანოვის კორტეჟი ზაპოროჟიეს ოლქში სპეცოპერაციის დროს გაანადგურეს. დელიმხანოვთან ერთად, უკრაინული ტელეგრამ არხის ინფორმაციით, 200-მდე ჯარისკაცია დაღუპული.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრების გადასასვენებლად, მომხდარიდან ნახევარ საათში 12 ვერტმფრენი გადმოფრინდა, რათა ჩეჩნეთის ლიდერის "პირად ჯალათად" წოდებული დელიმხანოვის ლიკვიდაცია საიდუმლოდ დარჩენილიყო.
უკრაინული არხის ინფორმაციით, ცნობები, ოფიციალურად, ჯერ არ დადასტურებულა.