04 მაისი 2024,   22:47
ვრცლად
უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სასტვენებით დახვდნენ - აქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამართა

უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სასტვენებით დახვდნენ - აქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამართა. თორნიკე რიჟვაძე დეპუტატებს ანგარიშს აცნობს, არის კითხვა-პასუხის რეჟიმიც. "ნაციონალურმა მოძრაობამ" რამდენიმე თვიანი ბოიკოტი შეწყვიტა და სპეციალურად სხდომისთვის უმაღლეს საბჭოში გამოცხადდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს - საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სასტვენებით დახვდნენ. აქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამართა.

თორნიკე რიჟვაძე დეპუტატებს ანგარიშს აცნობს, არის კითხვა-პასუხის რეჟიმიც. "ნაციონალურმა მოძრაობამ" რამდენიმე თვიანი ბოიკოტი შეწყვიტა და სპეციალურად სხდომისთვის უმაღლეს საბჭოში გამოცხადდა.

თორნიკე რიჟვაძეს "ნაციონალური მოძრაობის წევრმა საქართველოს და უკრაინის დროშები მიუტანა. გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები.

დარბაზში ისმოდა ურთიერთბრალდებები. რამდენჯერმე ვითარება ისე დაიძაბა, რომ დეპუტატების გაშველება გახდა საჭირო

დღის ამბები