21 აგვისტო 2026,   03:17
ვრცლად
ვიცე-პოლკოვნიკი, რომელსაც საველე სწავლების დროს მეხი დაეცა, მართვით სუნთქვაზეა

ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე, რომელსაც გეგმური საველე სწავლების დროს მეხი დაეცა, ხეჩინაშვილის კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. ვიცე-პოლკოვნიკს სხეულის დიდი ნაწილი დამწვარი აქვს.

შემთხვევა მიმდინარე სწავლებისას, ორფოლოს პოლიგონზე მოხდა. ფაქტზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ მოკვლევა უკვე დაიწყო.

დღის ამბები