02 მაისი 2024,   20:37
ვრცლად
"ზღვა ნაგავსაყრელად და ცხოველთა სასაფლაოდ იქცა" - ოდესაში ზღვაში ცურვა აიკრძალა

ოდესაში წყლის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო, ზღვაში ცურვა აიკრძალა. როგორც ქალაქის საკრებულოს განცხადებაში ნათქვამი, დაბინძურებული წყალი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გამო, წყლის დაბინძურების დონე მაღალია. ამას გარდა, ოდესის ოლქის მესაზღვრეების თქმით, ზღვა "ნაგავსაყრელად და ცხოველთა სასაფლაოდ იქცა".

დღის ამბები