21 აგვისტო 2026,   17:42
ვრცლად
"მუსიკალურ საღამოებს" ჩხოროწყუც შეუერთდა

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროექტ - "მუსიკალურ საღამოებს" ჩხოროწყუც შეუერთდა. მუნიციპალიტეტში მოეწყო პავილიონები, სადაც ადგილობრივი ფერმერების, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა იყო შესაძლებელი.

ბავშვებისთვის იყო გასართობი სივრცეები და სპეციალური ღონისძიებები. საღამო გალა-კონცერტით დასრულდა. ცნობილი ჰიტები "ქუჩის ბიჭებმა" შეასრულეს. პროექტი საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები