20 სექტემბერი 2024,   04:05
ვრცლად
თბილისში ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა - არიან დაშავებულები

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები