26 აგვისტო 2026,   15:10
ვრცლად
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ენმ-ის, "დროას" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრების სასამართლო პროცესი 25 ივლისს განახლდება

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "დროას" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრების სასამართლო პროცესი 25 ივლისს განახლდება. პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. 14 პირს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

"საინტერესოა ის გარემოება, რომ მოწმე პოლიციელები ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევენ. ასევე, წინააღმდეგობაში მოდიან ოქმში ჩაწერილ იმ გარემოებებთან, რომელსაც თითქოს ადგილი ჰქონდა. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო სწორად შეაფასებს აღნიშნულ გარემოებას და საბოლოოდ იტყვის, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას ადგილი არ ჰქონია, რადგანაც ამ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებმა კიდევ ერთხელ დაადგინა, რომ ოქმებში არის არა ასახული სიმართლე, არამედ მოგონილი რეალობა," - აცხადებს ადვოკატი თეო ზაქარაშვილი.

შეგახსენებთ, ისინი პოლიციამ 20 მაისს ყვარელში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გარემოცვის ქორწილთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავა.

დღის ამბები