27 აგვისტო 2026,   05:58
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში მუდმივი საცხოვრებლის მიზნით შემოდიან - რაზე მეტყველებს სტატისტიკური მონაცემები

"ნაციონალური მოძრაობა", რომლის ლიდერიც აგვისტოს ომის შემდეგ თავად ხვდებოდა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რუს ტურისტებს და რუსულ კომპანიებზე ასხვისებდა სტრატეგიულ ობიექტებს, ახლა ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში მუდმივი საცხოვრებლის მიზნით შემოდიან.

საპირისპიროზე მეტყველებს სტატისტიკური მონაცემები. მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში ლარსის გამშვები პუნქტიდან 52 ათას 953 პირი შემოვიდა. გავიდა უფრო მეტი, 61 ათას 691 ვიზიტორი.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების უდიდესი ნაწილი საქართველოში მოქალაქეობას ძალიან მარტივად იღებს.

"აქედან შემოდის უკონტროლოდ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი, ისინი მოდიან ჩვენს ქვეყანაში და იღებენ მოქალაქეობას ძალიან მარტივად. ეს ხალხი ეუფლება დომინანტურ მდგომარეობას უძრავი ქონების ბაზარზე, ეს ხალხი ეუფლება მათ შორის, რა თქმა უნდა, დიდძალ ქონებას, ბიზნესს და საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას" - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი. 

დღის ამბები