ძლიერმა წვიმამ და წყალმოვარდნამ პრობლემები შექმნა სამეგრელოში - სტიქიის შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი დაზიანდა. დაზიანებულია მაზანდარას უბანში მდებარე ხიდიც. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სავარგულები.
ვითარებას ადგილზე სამეგრელო ზემო სვანეთის რწმუნებული გაეცნო. გიორგი გუგუჩიას თქმით, ზარალის აღდგენა ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით უახლოს მომავალში მოხდება.
ავტორი: ლუკა ჩანგელია