12 ნოემბერი 2024,   07:15
ვრცლად
კარგი იქნებოდა პრეზიდენტს მოტივზე ესაუბრა... გვარამიამ 7 მლნ ლარი მაქინაციური, თაღლითური გზით გადარიცხა იმ კომპანიაში, რომელიც მას ეკუთვნოდა - ეკა სეფაშვილი

სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება პოლიტიკოსების განხილვის თემაა - მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტს გადაწყვეტილების მოტივზე ესაუბრა.

“ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

"ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას გათავისუფლების შესახებ რომ გითხრათ, რომ მოულოდნელი იქნებოდა - არა, რადგან იყო მინიშნებები პრეზიდენტის მხრიდან, რომ ამას აპირებდა. ეს მისი დისკრეციული უფლებაა და ამაში ვეთანხმები, თუმცა ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, თავისი მოტივების შესახებ ელაპარაკა, თუ რამ განაპირობა მისი ეს გადაწყვეტილება.

მანქანის გამოყენება არის პატარა დეტალი იმ დიდი ეკონომიკური დანაშაულისა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მას შემდეგ რაც მან [ნიკა გვარამიამ] ნათლად გააცნობიერა, რომ ადრე თუ გვიან მოუწევდა "რუსთავი 2-ის" დათმობა, 7 მლნ ლარი მაქინაციური, თაღლითური გზით გადარიცხა იმ კომპანიაში, რომელიც მას ეკუთვნოდა, ანუ, ფაქტობრივად, გაძარცვა "რუსთავი 2"," - ამბობს ეკა სეფაშვილი.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამია სასჯელს "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში, ტელეკომპანიის ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე იხდიდა. გადაწყვეტილება პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს გამოიტანა. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ტელეკომპანიის კუთვნილი თანხის, 6 მილიონ 700 ათასი ლარის გაფლანგვისთვის მიესაჯა.

საპატიმრო სასჯელი ავტომობილების ეპიზოდზეც განესაზღვრა. მას ბრალდება ტელეკომპანიის საკუთრების პირადი მიზნით გამოყენებას ედავებოდა.

გვარამიასთან ერთად, მოსამართლე განიხილავდა კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეებსაც. სასამართლომ დამენიას 50 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა, იაშვილი კი უდანაშაულოდ ცნო.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შემდეგ განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. 19 ივნისის განჩინებით, კი უზენაესმა სასამართლომ გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

დღის ამბები