02 მაისი 2024,   11:36
ვრცლად
აშშ-ის საზღვაო სამსახურის საგანგებო განცხადებამ, დაკარგული წყალქვეშა ნავის მგზავრების გადარჩენის ყველა იმედი გაანადგურა

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სამსახურის საგანგებო განცხადებამ, ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული "ტიტანის" მგზავრების გადარჩენის ყველა იმედი გაანადგურა. წყალქვეშა ნავმა, რომელსაც მგზავრები ტიტანიკის ნამსხვრევების სანახავად გადაჰყავდა, წნევას ვერ გაუძლო და ნაწილებად დაიშალა. ტრაგედია ტიტანიკის ნამსხვრევებიდან დაახლოებით 487 მეტრში მოხდა. სპეციალისტებს, ცხედრების პოვნა წარმოუდგენლად მიაჩნიათ.

აფეთქებას ემსხვერპლა, ტიტანის მფლობელი კომპანია OceanGate-ის დამფუძნებელი, სტოკტონ რაში. 58 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი და მკვლევარი, ჰამიშ ჰარდინგი, 77 წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე. 48 წლის პაკისტანელი მილიარდერი ბიზნესმენი, შაჰზადა დავუდი და მისი 19 წლის შვილი სულემანი. გარდაცვლილი ახალგაზრდის მამიდა, მედიასთან ჰყვება, რომ მის ძმისშვილს ექსპედიციის ძალიან ეშინოდა და მგზავრობას მხოლოდ მამის გამო დათანხმდა.

ტრაგედიის შემდეგ, განხილვის საგანი გახდა, ის თუ რატომ არ ჰქონდა წყალქვეშა აპარატს ლიცენზია და არ ხდებოდა მისი გეგმური ინსპექტირება . როგორც აღმოჩნდა, წყალქვეშა ნავი ექსპედიციას საერთაშორისო წყლებში ახორციელებდა, სადაც არც ერთი ქვეყნის იურისდიქცია არ ვრცელდებოდა. ექსპედიციის ადგილამდე მოწყობილობა კანადურ გემს გადაჰქონდა, შესაბამისად, წყალქვეშა აპარატი ითვლებოდა, როგორც ტვირთი და მისი ინსპექტირება სავალდებულო არ იყო .ფაქტის გათვალისწინებით, შეუძლებელია პასუხისმგებლობა რომელიმე ქვეყანას დაეკისროს. განხილვის საგანია, ასევე აპარატის დამზადების ტექნოლოგიაც. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც წყალქვეშა ნავის მფლობელი, რომელიც თავადაც აფეთქებას ემსხვერპლა აპარატის უჩვეულო სისტემაზე საუბრობს.

ღრმა ზღვის წყალქვეშა ნავის , ნახშირბადის ბოჭკოსა და ტიტანის კორპუსით დამზადებას, სარისკოსა და გაუმართლებელს უწოდებს, მკვლევარი და ცნობილი ფილმის ტიტანიკის რეჟისორი ჯეიმს ქემერონი .

ბოლო 2 წლის განმავლობაში, წყალქვეშ აპარატ ტიტანს 13 ექსპედიცია ჰქონდა შესრულებული. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომხდარი ტრაგედია წყალქვეშა ტურიზმს დააზარალებს .

დღის ამბები