02 მაისი 2024,   11:03
ვრცლად
რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი რეგიონებს მოუწოდებს, შავი ჭირის პრევენციისთვის მოემზადონ

რუსეთის მთავარმა სახელმწიფო სანიტარიულმა ექიმმა, "როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა, ანა პოპოვამ რეკომენდაცია გამოსცა, რომლის მიხედვითაც რუსეთის რეგიონები, შავი ჭირის პრევენციისთვის უნდა მოემზადონ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება, პარასკევს იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

"უზრუნველყოფილ იყოს რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების უფლებამოსილი აღმასრულებელი ორგანოებისა და სამედიცინო ორგანოების მზადყოფნა, რომლებიც მიმართული იქნება შავი ჭირის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ბუნებრივი კერების არსებობის ეპიდემიური რისკების გათვალისწინებით, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შემავალ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დღის ამბები