კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის” ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა "ვაგნერის” პოზიციები დაბომბეს. ინფორმაციას პრიგოჟინს პრესსამსახური ავრცელებს.
"ყველას, ვინც ეცდება წინააღმდეგობა გაგვიწიოს, საფრთხე ჩავთვლით და გავანადგურებთ. გთხოვთ, სიმშვიდის შენარჩუნებას, პროვოკაციებს არ აჰყვეთ, საკუთარ სახლებში დარჩით. ჯარში სამართლიანობა აღდგება და ამის შემდეგ სამართლიანობა აღდგება მთელ რუსეთში…
შოიგუ ამ წამს გაიქცა როსტოვიდან, როგორც ქალაჩუნა. ეს ნაძირალა შეჩერებული იქნება.
ჩვენ 25 ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ, თუ რატომ ხდება ქვეყანაში გაურკვევლობა. 25 ათასი როგორც ტაქტიკური რეზერვი, ხოლო სტრატეგიული რეზერვი - ეს მთელი ჯარი და მთელი ქვეყანაა. ყველა, ვისაც გსურთ, შემოგვიერთდით. ბოლო უნდა მოვუღოთ ამ სისაძაგლეს”, - განაცხადა პრიგოჟინმა.