15 ნოემბერი 2024,   11:03
ვრცლად
"ვაგნერმა" უკან დაიხია: "ვიაზრებთ რა პასუხისმგებლობას, რომ შესაძლოა რუსული სისხლი დაიღვაროს, ვუბრუნდებით დისლოკაციის ადგილებს" - პრიგოჟინის ბოლო მიმართვა

"ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ბოლო გავრცელებული მიმართვის თანახმად, "ვაგნერმა" გზის გაგრძელებაზე უარი თქვა და დისლოკაციის ადგილს უბრუნდება. პრიგოჟინის განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ "რუსული სისხლის" დაღვრის საფრთხე უკვე აშკარა იყო.

"ჩვენ 200 კილომეტრი გვაშორებდა მოსკოვს. ახლა დგება მომენტი, როცა შეიძლება სისხლი დაიღვაროს. სწორედ ამიტომ, ვიაზრებთ რა პასუხისმგებლობას რომ, შესაძლოა, რუსული სისხლი დაიღვაროს, ჩვენ ვუბრუნდებით დისლოკაციის ადგილებს," - განაცხადა პრიგოჟინმა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თხოვნით, ბელორუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ჰქონდა მოლაპარაკებები "ვაგნერის" ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინათან, რის შედეგადაც პრიგოჟინი დათანხმდა, შეაჩეროს გადაადგილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. სანაცვლოდ კი მის მებრძოლებს უსაფრთხოების გარანტიებს დაჰპირდა.

მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. "ვაგნერის" ტელეგრამ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის მიმართულებით მოძრაობა შეჩერდა.

დღის ამბები