"მუსიკალური საღამოები" ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საზეიმო განწყობა ადგილობრივებსა და სტუმრებს მოუწყვეს ახალქალაქშიც.
ცენტრალურ პარკში გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების ბაზრობა, იყო ბავშვთა გასართობი სივრცეები და ქაფის შოუ. პატარების განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.
საღამო გალა-კონცერტით დასრულდა. მსმენელის წინაშე - "შვიდკაცა" და "მიქსტურა" წარსდგნენ.