21 აგვისტო 2026,   15:17
ვრცლად
ყვარელში "მუსიკალური საღამოები" გვიან ღამით დასრულდა

ყვარელში "მუსიკალური საღამოები" გვიან ღამით დასრულდა. ცენტრალურ პარკში განთავსებული იყო თემატური პავილიონები; ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარი პროდუქცია ჰქონდათ გამოფენილი. მოწყობილი იყო საბავშვო გასართობი სივრცეებიც.

სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე კი მოწვეული მომღერლებისა და სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფების კონცერტი გაიმართა.

მთელი ზაფხულის განმავლობაში მუსიკალური საღამოები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, თითქმის ყველა მუნიპილიტეტში გაიმართება.

დღის ამბები