20 სექტემბერი 2024,   01:14
ვრცლად
"აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" - შშმ პირებმა აფხაზეთის ომის გმირის გოდერძი ზაქარაიას სახელობის ჯომარდობის ჩემპიონატსა და მშვილდოსნობის ტურნირში მიიღეს მონაწილეობა

პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" საზაფხულო ფაზამ ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში გადაინაცვლა, სადაც საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 200–მდე შშმ პირმა, სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცმა და ომის ვეტერანმა, აფხაზეთის ომის გმირის გოდერძი ზაქარაიას სახელობის ჯომარდობის ჩემპიონატსა და მშვილდოსნობის ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

მონაწილეები, ძალებს არ ზოგავდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ გამარჯვებისთვის, თუმცა პირველობა ჯომარდობის ჩემპიონატში არავის დაუთმო გორის გუნდმა და გარდამავალი თასიც ერთი წლით გორში წააბრძანეს.

მშვილდოსნობის ჩემპიონატის გამარჯვებული, ქუთაისის 2 გუნდიდან ერთ-ერთი ექვსეული გახდა და მშვილდოსნობის ტურნირის გარდამავალი თასი, ერთი წლით ქუთაისში დააბინავეს.

ჩემპიონატების გამარჯვებულებს, ფულადი პრიზები, ფასიანი საჩუქრები, თასები, დიპლომები და მედლები გადაეცათ.

პროექტი, ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.

დღის ამბები