19 მაისი 2024,   06:24
ვრცლად
2 დაღუპული და 30 დაშავებული - აშშ-ში წვეულებაზე ცეცხლი გახსნეს

აშშ-ში, ქალაქ ბალტიმორში სროლის დროს, 2 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

ინციდენტამდე, შემთხვევის ადგილზე წვეულება იმართებოდა. დაახლოებით 30-მდე გასროლა განხორციელდა.

ეჭვმიტანილის ადგილმდებარეობის ან მოტივის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით უცნობია.

 

დღის ამბები