21 აგვისტო 2026,   09:11
ვრცლად
ხარაგაულის საკრებულოში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო

ხარაგაულის საკრებულოში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. მუნიციპალიტეტში არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ დროებით კომისიის შექმნა მოითხოვა, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა.

"ნაციონალური მოძრაობის" თქმით, ხარაგაულში მძიმე ვითარებაა სოციალური მიმართულებითაც, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სხდომაზე განაცხადა, უკვე არსებობს ინფრასტრუქტურის კომისია და ამიტომ ოპონენტებს სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რაზეც ოპოზიციამ უარი თქვა და განაცხადეს, რომ სხდომას არ ჩაატარებდნენ.

შესვენების შემდეგ სხდომა დღის წესრიგით გაგრძელდა.

დღის ამბები