20 სექტემბერი 2024,   01:17
ვრცლად
რატომ დაობდა დნმ-ის ანაწმენდები - დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს ოჯახი განმარტებას ითხოვს

16 მარტს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას ოჯახი და ადვოკატები სამხარაულის ბიუროსგან ითხოვენ განმარტებას, რატომ დაობდა მთავარი მტკიცებულები, დნმ ანაწმენდები. ოჯახი ირწმუნება, რომ ნიმუში არ იყო დალუქული და სწორედ ამიტომ დაზიანდა.

"აღმოჩნდა, რომ მე-17 პაკეტი, რომელშიც ეს ანაწმენდები უნდა ყოფილიყო დალუქული, არის არაშეფუთულ მდგომარეობაში და დნმ-ის ანაწმენდები არის დაობებული. ეს მოხდა განზრახ, თუ შემთხვევით, ამის დასადგენად აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიება," – აცხადებს ანა იანუშაიტიტეს დედა ნატო ხუტაშვილი.

ისინი ითხოვენ სამართლებრივ რეაგირებას და პასუხს კითხვაზე, ეს იყო შემთხვევითობა თუ წინასწარ განზრახული ქმედება.

"ძალიან ლეგიტიმური კითხვები გაჩნდა და ამის პასუხები ჩვენ ამოვიკითხეთ სამხარაულის მიერ ჩატარებულ ბიოლოგიურ ექსპერტიზაში, სადაც მე-17 პაკეტის აღწერის დროს აღმოჩნდა, რომ კონკრეტული მტკიცებულებები არის დაობებული, ობმოკიდებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი შემდგომი კვლევა პრაქტიკულად წარმოუდგენელია," - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის "უფლებები საქართველო" იურისტი, ოჯახის ადვოკატი ელისო რუხაძე.

დღის ამბები