25 ნოემბერი 2024,   12:10
ვრცლად
"ვიცი, რომ კარგად ბრძანდება ახლა... გაკეთდება ოფიციალური განცხადება" - რას ამბობს პატრიარქის ექიმი მიტროპოლიტ შიოს მოწამვლაზე

პატრიარქის თანამოსაყდრის მიტროპოლიტ შიოს მოწამვლასთან დაკავშირებით, "კურიერი" პატრიარქის ექიმს, ცისანა შარტავას ესაუბრა.

"კურიერთან" სატელეფონო საუბრისას ცისანა შარტავა ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არც ადასტურებს და არც უარყოფს. მისი თქმით, მიტროპოლიტი შიო ახლა თავს კარგად გრძნობს.

"ვიცი, რომ კარგად ბრძანდება ახლა და დანარჩენი ამაზე ალბათ გაკეთდება ოფიციალური განცხადება. წუხელ გვიან გავიგე, სრულიად შემთხვევით, ასე რომ ვერაფერს ვერ გეტყვით. მე სახლიდან ვმუშაობ, აქტიურად არ ვარ სამსახურში," - აღნიშნა ცისანა შარტავამ.

ცნობისთვის, "რუსთავი 2-მა" მოიპოვა ინფორმაცია, რომ ბოლო თვის განმავლობაში მიტროპოლიტი შიო შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ ის იყო 1 კვირის წინ. ასევე, გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება. ჩვენი ინფორმაციით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს, დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ.

დღის ამბები