20 სექტემბერი 2024,   01:15
ვრცლად
საავიაციო უნივერსიტეტი USAID-თან თანამშრომლობის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და გაძლიერების 2 წლიან პროგრამას იწყებს

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი USAID-თან თანამშრომლობის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და გაძლიერების 2-წლიან პროგრამას იწყებს.

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პროექტის წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"განათლების და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მხარს უჭერს სხვადასხვა მიმართულებით იმ პროფესიული პროგრამების შექმნას და დანერგვას, რომელიც მოთხოვნადია დღეს შრომის ბაზარზე. ერთ-ერთ ასეთ პროფესიული პროგრამის პრეზენტაციას დავესწარით დღეს საავიაციო უნივერსიტეტში," - აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ალან ფერსელი ამბობს, რომ საქართველოსა და USAID-თან არსებული გრძელვადიანი თანამშრომლობა ხელს უწყობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, თემების გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

"საქართველოსა და USAID-თან არსებული გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, კერძო სექტორისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტების ჩართულობით ვითარდება, ხელს უწყობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, თემების გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ეს კონკრეტული პროგრამაც, რომელსაც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან ერთად USAID ახორციელებს, სწორედ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნასა და კომპეტენციების განვითარებას ემსახურება," - აცხადებს ის.

დღის ამბები