21 აგვისტო 2026,   15:55
ვრცლად
"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა. მათგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს.

მარნეული, თბილისი, წალენჯიხა, ნინოწმინდა, კასპი, გორი, დუშეთი - ქვეყნის მასშტაბით, მასწავლებლები სხვადასხვა უპირატესობისთვის გამოარჩიეს.

სწავლების განსხვავებულად, საინტერესო პროცესის და განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო მოსწავლეებმა მარინა კვარაცხელიას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე მონაწილეობა სთხოვეს. პედაგოგი საქართველოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელდა.

სკოლაში, სადაც არაერთი მასწავლებელი ასწავლის, მოსწავლის სიყვარულის მოპოვება, რთულია. თამარ ცანავა ამ ურთიერთობას 22 წელია უფრთხილდება. თბილისში, 178-ე სკოლის ინგლისურის პედაგოგისთვის მთავარი ბავშვის ნდობის მოპოვება და გულწრფელობაა.

ლელა წურწუმია 15 წელია ყოველ დღე, თბილისიდან გორში, მე-12 საჯარო სკოლაში მიდის. საგაკვეთილო პროცესი თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ გაკვეთილებსაც მოიცავს. საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოზე წურწუმია მოსწავლეების თხოვნით წარადგინეს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლიდან არსებობს. უკვე მეშვიდედ კონკურსის ფარგლებში, საუკეთესო ათეული გამოვლინდა. ერთ-ერთი მათგანი კი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი გახდება.

დღის ამბები