19 მაისი 2024,   03:27
ვრცლად
ახალი ბრალდებები თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის მხრიდან - ამჯერად საუბარია "მტკვარი ჰესის" 230 მილიონიან პროექტზე

ადვოკატების დაპირისპირება ეპისტოლარულ ჟანრში - ერთ მხარეს ბიძინა ივანიშვილია, მეორე მხარეს კი გიორგი ბაჩიაშვილი. რა პრეტენზიები აქვს "ქართული ოცნების" დამფუძნებელს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელთან, რომელიც 13 წელია მასთან მუშაობს და ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლებოდა.

ბიტკოინის მაინინგის გარდა, დღეს გაჩნდა ახალი და რევიზიის თავდაპირველი მიზეზი: "მტკვარი ჰესი", რომლის მშენებლობის დასრულება საერთო ჯამში 230 მილიონი დოლარი დაჯდება.

დღეს ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნდა რამდენიმე წერილი. დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, გაგრძელდა იმ ფონდით, რომელსაც გიორგი ბაჩიაშვილი 4 წელი ხელმძღვანელობდა და დასრულდა ბაჩიაშვილის კანადელი ადვოკატით.

ერთი მხარე ყველაფერს ფინანსურ გარემოებებს უკავშირებს, მეორე კი პოლიტიკურ მოტივებს.

დღის ამბები