15 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
ზოგიერთ ქვეყნის პოზიციის მიუხედავად, უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას იმსახურებს - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ უკრაინას ზუსტად ახლა სჭირდება მკაფიო სიგნალი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქვეყნის პოზიციის მიუხედავად, უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას იმსახურებს.

"უკრაინა ვილნიუსის სამიტის მოლოდინშია. ეს სამიტი შეიძლება გახდეს ზუსტად ისეთი, რაც სჭირდება ჩვენ სახელმწიფოსაც, სრულიად ალიანს და გლობალურ უსაფრთხოებას. საგანგებოდ აქტიურად ვმუშაობთ - უფრო აქტიურად, ვიდრე ოდესმე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაო თითქმის 100% კულუარებში მიმდინარეობს, მისი მნიშვნელობა არანაკლებია. ყველას ყველაფერი ესმის. თითოეულ ლიდერს, თითოეულ სახელმწიფოს. სხვადასხვა პოზიციები ჟღერდება, მაგრამ ნათელია, რომ უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას. ახლა ჩვენ გვჭირდება მკაფიო სიგნალი", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხვალ შეხვდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დღის ამბები