21 აგვისტო 2026,   02:52
ვრცლად
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში "ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი" დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში "ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი" დაიწყო. მონაწილეებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლოზ მელქაძემ. მათ წარმატებები უსურვეს საქართველოში ესტონეთის ელჩმა და ავსტრიის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

"ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში" სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ხუთი დღის განმავლობაში ისინი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის პრიორიტეტებსა და რეფორმირების პროცესზე, ეროვნულ, რეგიონულ თუ საერთაშორისო კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე მიიღებენ ინფორმაციას.

დღის ამბები