21 აგვისტო 2026,   17:43
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით, ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის კიდევ ერთი ეპიზოდის განხილვა გრძელდება

საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გრძელდება ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის კიდევ ერთი ეპიზოდის განხილვა - ამ შემთხვევაში საუბარია მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის გიგა გიგაშვილის და ერთ-ერთი სპეციალისტის ეპიზოდზე.

დღევანდელ სხდომაზე საპროექტო ორგანიზაციის და "გრინსერვის პლიუსის წარმომადგენელებს უსმენენ.

"არანაირი დამატებითი ვალდებულება გიგაშვილს არ ჰქონდა რომ ჩაეტარებინა დამატებითი ექსპერტიზა, მოეთხოვებინა დამატებითი დოკუმენტები. მნიშვნელოვან გარემოებას გიგაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით ვერანაირი მოწმეები ვერ დაასახელებენ," - აცხადებს ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

დღის ამბები