გურიაში სტიქიით მიყენებულ ზარალს ისევ ითვლიან - სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. რეგიონში არსებული ვითარება და საჭიროებები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა განიხილეს, ისინი სტიქიის ადგილებშიც იმყოფებოდნენ, და მოსახლეობას გაესაუბრნენ.
შექმნილია სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიები და მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა.
"დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ არცერთი დასახლებული პუნქტი არ არის მოწყვეტილი ძირითად გზებს, ელექტროენერგია გურიაში სრულად მიეწოდება, სამეგრელოშიც და იმერეთშიც. სამუშაოები მიმდინარეობს, დაითვლება რამდენიმე დღეში ინფრასტრუქტურული ზარალი და, შესაბამისად, ცენტრალური ხელისუფლება დააფინანსებს ამ ზარალის აღდგენას," - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა.