19 მაისი 2024,   10:10
ვრცლად
"ქურდული სამყაროს“ წევრობა, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა და "კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა -  პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერიის შედეგად 13 პირი დააკავა

ქურდული სამყაროს წევრობა-ბრალდებულია სამი პირი; ქურდული სამყაროს მხარდაჭერა-განსასჯელთა სკამზე ზის 8 მოქალაქე, ასევე გისოსებს მიღმა აღმოჩნდა ის ორი ადამიანიც, რომლებმაც ფინანსური დავის გადასაწყვეტად შავ სამყაროს მიმართა. ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებიც 500 დოლარის გამო გისოსებს მიღმა აღმოჩდნენ, ბრალს არ აღიარებენ.

მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად კრიმინალურმა პოლიციამ სულ მძიმე დანაშაულისთვის 13 პირი აიყვანა.

საქმეში ფულის გამოძალვის გარდა დევს ქონების მითვისების კონკრეტული მტკიცებულებაც. პოლიციის ფაილებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ამყარებს ფარული აუდიო ჩანაწერიც, სადაც კარგად ისმის როგორ კურირებდნენ თურქეთსა და საბერძნეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდები ფულისა და ქონების გამოძალვის სქემას. 

ადვოკატი ზაქარია გვიშიანი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ დღევანდელ გადაწყვეტილებას. 

"ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე, ბრალდების მხარემ მოითხოვა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. ბუნებრივია ჩვენ გვქონდა პოზიცია, რომ არ გამოყენებულიყო არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, რადგანაც არ არსებობდა ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები. ჩვენი დაცვის ქვეშ თავისუფლებაში ყოფნით, ბუნებრივია ხელი არ შეეშლებოდა მართლმსაჯულების ჯეროვან განხცორციელებას. ბრალდების მხარემ დააყენა წინაპირობა, რომ არსებობდა თითქოსდა მიმალვის საფრთხე. სამწუხაროდ, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გამოყენებული იქნა პატიმრობა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ,"- აცხადებს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი.

პროკურორ ვაჟა თოდუას განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები "ქურდული სამყაროს" წევრები არიან.

დღის ამბები