სტიქია კახეთში - ღამით სეტყვამ ყვარელში ვენახები დააზიანა. მევენახეები სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან - სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
სეტყვასთან ერთად იყო ქარიც, რამაც ქალაქში მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა და მოძრაობა დროებით შეაფერხა.
პრობლემები შეექმნა საცხოვრებელი სახლებს სახურავებსაც. გაითიშა ელექტროენერგია. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, მათ შორის "ენერგოპროჯორჯიას" რამდენიმე ბრიგადა. სტიქიის ზონაში ადგილობრივებთან ერთად იმყოფება ყვარლის მერიც.