იმერეთში 18 წლის ბიჭს ეძებენ. მაშველები და მყვინთავები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში, სამცვერას ჩანჩქერთან მუშაობენ.
დაახლოებით 20 საათია მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე. თორნიკე მესხი მდინარეში გუშინ გაუჩინარდა. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ის მეგობრებთან ერთად მდინარეზე იყო, ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. მეორე ვერსიით კი, ბანაობის დროს მდინარემ გაიტაცა.
სწორედ ადიდებული მდინარე ართულებს სამძებრო სამუშაოებს. მყვინთავებს უშუალოდ ჩანჩქერის მიმდებარედ სამუშაოების განხორციელება ამ ეტაპზე უჭირთ.
მოზარდის ძებნა ხორციელდება ვრცელ პერიმეტრზე, სამუშაოებში ჩართულნი არიან მაშველები და მყვინთავები, ასევე ადგილობრივები.
"კურიერი" მოზარდის ახლობლებს ესაუბრა, რომლების თქმითაც, ახალგაზრდამ ცურვა კარგად იცოდა და რა მოხდა რეალურად გუშინ მდინარეზე, მათთვის გაუგებარია.