22 დეკემბერი 2024,   08:02
ვრცლად
"როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა, აქედან, რა თქმა უნდა, არ ველოდებით არავითარ შედეგს" - თეა წულუკიანი ხაბეიშვილი-ვაშაძის გაერთიანებაზე

"ღრმა კრიზისში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ლიდერებმა დატოვეს, ცდილობს რამენაირად გაძლიერდეს" - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება ხაბეიშვილი-ვაშაძის ერთიან პლატფორმაზე.

"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ეს გაერთიანება წარმატებას ვერ მიაღწევს და პოლიტიკურ სივრცეში შედეგს ვერ მოიტანს. მმართველ გუნდში თვლიან, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" რეალურად არც არასდროს ყოფილა "ნაციონალური მოძრაობისგან" გამოყოფილი და ის ყოველთვის ქვეყნის საზიანო საერთო გეგმით მოქმედებდა.

"როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე - მკვდარი მკვდარს აეკიდა. აქედან, რა თქმა უნდა, არ ველოდებით არავითარ შედეგს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი. საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, სასურველია ახალგაზრდებისგან შექმნილი, რომლებიც კომპეტენტურ, სერიოზულ და რაც მთავარია, პატრიოტულ საფუძველზე ოპონირებას გაუწევენ მმართველ ძალას და ასე განვითარდება ქვეყანა, ეს გაერთიანება ამგვარად ნამდვილად ვერ შეირაცხება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ორი დაზიანებული პარტია გაერთიანდა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მდგომარეობას კიდევ უფრო ასუსტებს.

"ნაციონალური მოძრაობა" ღრმა კრიზისში არის, მას ლიდერები ტოვებენ, როგორიც იყო გოცირიძე, დეკანოიძე, როგორც ჩანს, მელია საბოლოოდ ჩამოშორდება მათ და ეს ამ პარტიას კიდევ უფრო სერიოზულად ასუსტებს, თან იმ რეპუტაციული ზიანის ფონზე, რასაც სააკაშვილი მას თავისი უსაქციელობით მატებს. მათ სჭირდებოდათ რაღაცით გაძლიერება, რაღაცით გაძლიერება მოხდა იმით, რომ მეორე დაზიანებულ პარტიასთან გაერთიანდა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები