ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა. დმანისის მუნიციპალიტეტში არსებულ სკვერში მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არის საბავშვო-გასართობი ზონა; გაკეთდა ბილიკები, დამონტაჟდა ტრენაჟორები, მოეწყო გარე განათების სისტემა.
სივრცე ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვისაც. პროექტი, როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.