24 აგვისტო 2026,   22:26
ვრცლად
სასამართლოში ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ორი დაკავებულის პროცესი იწყება

ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული ორი მოქალაქის პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, შესაბამისად, სხდომა დახურული იქნება. 

პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. დაკავებულებს ბრალი წაუყენეს იარაღის უკანონო შენახვის მუხლით. სავარაუდოდ, ბრალის დამძიმება უახლოეს პერიოდში მოხდება.

ბრალდებულების ადვოკატები აპირებენ, რომ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდება მოითხოვონ.

"პატიმრობას არ დავეთანხმებით, გვექნება შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შერჩევის თაობაზე. პოზიცია გახლავთ, რომ იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. მასალებს გავეცანით, მაგრამ სამწუხაროდ, არის გრიფირებული, შესაბამისად, მასალებზე ვერ ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე, ბრალად მხოლოდ 236-ე მუხლი აქვს წაყენებული, სიმართლე გითხრათ, არ ველოდებით რომ ბრალდება დამძიმდება," - აცხადებს ერთ-ერთ დაკავებულის ადვოკატი.

მურად თავართქილაძე და ედგარ აბასოვი სუსმა სპეცოპერაციის შედეგად აიყვანა. ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები, ასევე დროშები "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკით და მეხსიერების ბარათები.  

 

 

დღის ამბები