თავდაცვის ძალებმა სიტუაციური საველე შეკრება "მსტოვარი 2023" ჩაატარა. ერთკვირიანი შეკრების ფარგლებში, დაზვერვის ქვედანაყოფებმა თეორიული და პრაქტიკული ეტაპები გაიარეს.
მიზანი თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მომზადების დონის შემოწმება, საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, სტანდარტული პროცედურების დახვეწა და ახალი სადაზვერვო საშუალებების პრაქტიკული გამოცდა იყო.