სტიქიის ზონიდან ევაკუირებული ადამიანები ონში გადაჰყავთ. ონის მუნიციპალიტეტის მოედანი მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრია.
სასაზღვრო პოლიციიის ვეტმფრენებმა დღეს დილიდან უსაფრთხო ადგილზე 140-ზე მეტი პირი გადამოიყვანეს. ევაკუირებულ ადამიანებს სტიქიაზე საუბარი უჭირთ და ამბობენ, რომ შოვი მთლიანად დატბორილი და განადგურებულია.
"სამი წუთით გაავასწარით იმ ხიდს, მე ზემოდან ვუყურე როგორ ჩამოიშალა მთა. ფაქტობრივად შოვი აღარ არსებობს, შოვი გახდა ტალახის დიდი გროვა.
მადლობას ვუხდი ადგილობრივ მაშველებს, რომლებიც პირველივე წუთებიდან ჩვენთან იყვნენ,"- ამბობს ერთ-ერთი ევაკუირებული ადამიანი.
შოვიდან ევაკუირებულ ადამიანებს შორის არიან უცხოელი ტურისტებიც.