სტიქიის მე-4 დღე - 18 გარდაცვლილი და 16 დაკარგული - ასეთია ბოლო მონაცემები შოვიდან. როგორც ცნობილია, გაუჩინარებულ ადამიანებს შორის არიან ბავშვებიც. მაშველები, ჯარი და მძიმე ტექნიკა შემთხვევის ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. მოწყობილია რკინის კონსტრუქციის ხიდი და გაყვანილია გზები, რაც მაშველებს საშუალებას მისცემს აქამდე მიუვალ ადგილებს მიაღწიონ.
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები, სპეციალური განათებების საშუალებით, მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაშიც.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.