19 სექტემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, საქმე აღძრულია ორი მუხლით - თემურ მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვის სტიქიის პირველივე წუთებიდან საქმეზე გამოძიება დაიწყო და საქმე 2 მუხლით არის აღძრული.

მის თქმით, საქმეზე გამოძიება სიცოცხლის მოსპობისა და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლებით დაიწყო.

"ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. ორი მუხლით არის საქმეზე გამოძიება აღძრულია, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, შეიძლება გადაკვალიფიცირდეს. ერთი არის სიცოცხლის მოსპობის მუხლით და მეორე არის 240-ე მუხლი", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

დღის ამბები