სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო ტურის ფარგლებში, USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და საკონსულტაციო კომპანია "ჯეპრას" მონაწილეობით ახალციხის ციხის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, კვების ბლოგერები და ინტერნეტ ინფლუენსერები.
პრეზენტაციის მიზანი ციხის კომპლექსის, როგორც რეგიონის მთავარი დანიშნულების ადგილის მარკეტინგული კომუნიკაციის გაუმჯობესება, ახალციხის მუნიციპალიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდაა.