21 აგვისტო 2026,   15:55
ვრცლად
გორში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გორში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან დღეს მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მათ პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. 2009 წლიდან სანთლების აქცია გმირთა მემორიალთან ყოველწლიურად იმართება.

"2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი გორისთვის განსაკუთრებულად მძიმეა და ჩვენ ტრადიციულად ყოველ წელს 7-ში საღამოს ვიკრიბებით და სანთლების აქციით პატივს ვაგეებთ ჩვენს გმირებს," - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

დღის ამბები