07 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
7 დაღუპული და 67 დაშავებული - რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

უკრაინაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლეს. დაღუპულია 7 ადამიანი, 67 დაშავდა.

დაშვებულთა შორის 29 პოლიციელი, 7 მაშველი და 2 ბავშვია. რუსებმა გააძლიერეს ზაპოროჟიეს რეგიონის დაბომბვა.

გასული დღის განმავლობაში, 24 დასახლებაში 105 იერიში იყო. თავდასხმა მოხდა ხერსონის ოლქზეც, სადაც იერიშებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 10. რუსულმა არმიამ ნიკოპოლი ისევ დაბომბა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

"ისკანდერის ტიპის რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა. ადგილზე მობილიზებულია ჩვენი ყველა სამსახური. სამწუხაროდ არის მსხვერპლი. ერთ წამში დავკარგეთ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც აფეთქების დროს სახლში იმყოფებოდა. სხვების გადასარჩენად ამ წუთებშიც იბრძვიან მედიკოსები. ეს ტკივილი უსაზღვროა. რუსეთი ყველაფრისთვის აგებს პასუხს", - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები