19 სექტემბერი 2024,   19:23
ვრცლად
გორში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

გორში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს იხსენებენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

"15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა სრუმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და ძალის გამოყენებით უკანონოდ დაარღვია სუვერენული ქვეყნების საზღვრები და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ყოველ დღე გვახსოვს და მუდამ გვემახსოვრება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ქვეყნის ერთიანობისთვის და ღირსების დაცვისთვის ბრძოლაში დაღუპული ჩვენი ვაჟკაცი გმირები. დღეს მსურს განსაკუთრებული პატივი მივაგო დავიწყო მათ ხსოვნას, მივუსამძიმრო ჩვენი მებრძოლების სამოქალაქო პირების და საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახებს და თანაგრძნობა გამოვუცხადო მათ.

საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფით რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების ოკუპაციას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის შემდგომ იზოლაციას," - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.

​დაღუპულთა მემორიალთან ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ პანაშვიდი გადაიხადა. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 15 წლის წინ მომხდარი აგვისტოს მძიმე დღეები.

დღის ამბები