07 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
რუსული ძალების მიერ, ზაპაოროჟიეში სასტუმროზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა - დაიღუპა ერთი და დაშავდა 16 პირი

უკრაინაში ომის 534-ე დღეა. ოკუპანტებმა ღამით სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანეს. თავდასხმა იყო ზაპაოროჟიეს მიმართულებით, სადაც სასტუმროზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 16 პირი, მათგან 4-ი ბავშვია.

იერიშები გრძელდება ხერსონის ოლქზეც, სადაც რუსი სამხედროების მაღალი კონცენტრაციაა - მათი სამიზნე, უკრაინული თავდაცვითი ხაზის გარღვევა და კუპიანსკში შეღწევაა.

პარალელურად, რუსეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ გუშინ ღამით უკრაინულმა დრონებმა მოსკოვზე და ანექსირებულ სევასტოპოლზე შეტევა სცადეს. ბრალდებას არ გამოხმაურებია კიევი.

ხანძარი იყო რუსულ ქალაქ ოდინცოვოშიც, სადაც მანამდე რუსეთის ხელისუფლება უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იტყობინებოდა.

დღის ამბები