17 ივნისი 2024,   15:40
ვრცლად
საზაფხულო "ჯარის ბანაკი" დასრულდა

საზაფხულო "ჯარის ბანაკი" დასრულდა. კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში სამწყობრო მოედანზე შეკრებილ ბავშვებს თავდაცვის და განათლების და მეცნიერების მინისტრების მოადგილეები შეხვდნენ.

მათ ახალგაზრდა თაობაში, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, საქართველოს ისტორიისა და ქართველი გმირების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

"ჯარის ბანაკი" 25 ივნისს დაიწყო. რვა როტაციის ფარგლებში, ბანაკმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და თბილისის სკოლებიდან 800-მდე მოსწავლეს უმასპინძლა.

დღის ამბები