19 სექტემბერი 2024,   19:22
ვრცლად
მარნეულში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია გარდაცვლილი ქალის 15 წლის შვილიც

მარნეულში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება - გავრცელებული ინფორმაციით, ცივი იარაღით დაჭრილია გარდაცვლილი ქალის 15 წლის შვილიც, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში მოკლულია ახალგაზრდა ქალი, მკვლელობაში ბრალდებული კი მისი მეუღლეა. დაკავებულ მამაკაცს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.

ირკვევა, რომ სოფელ სადახლოში 50 წლამდე მამაკაცმა ცოლს ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დანით, გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 
დღის ამბები