25 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
თორნიკე რიჟვაძე ართვინის დეპუტატს თურქეთის პარლამენტში და დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრა გამართა ართვინის დეპუტატთან თურქეთის პარლამენტში, ფარუქ ჩელიკთან და დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტთან მაჰმუთ ასმალთან.

დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია MUSIAD ოპერირებს 81 ქვეყანაში, მათ შორის ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, ორგანიზაციას 14 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. ასოციაციამ თავისი წარმომადგენლობა ბათუმშიც გახსნა. MUSIAD-ი ბიზნესმენებისა და მრეწველების ინიციატივით დაარსდა და 60 ათას საწარმოს და 2 მლნ- მდე დასაქმებულს აერთიანებს.

აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება სავაჭრო და სამრეწველო მიმართულებით. ასევე, განხილულ იქნა ასოციაციის ბათუმის ახალი წარმომადგენლობის როლი ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერების მხრივ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ასოციაცია მუსიადის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, საზღვარგარეთ არსებული წარმომადგენლობების ხელმძღვანელმა პირებმა, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში.

დღის ამბები