19 სექტემბერი 2024,   19:25
ვრცლად
თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით - მიმდინარე კვირის მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მიმდინარე კვირაში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ისევ ცხელი და უნალექო ამინდი, თბილისში კი შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

"მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +32, +37, მთაში +31, +36, მაღალმთაში +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 2 სექტემბერს ზოგან გაწვიმდება.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 3 სექტემბრამდე შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+29, +34 გრადუსი) შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ქ. თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ სისტემატურად ვრცელდება გარემოს ეროვნული სააგენტოს Facebook გვერდზე. ასევე, ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება ყველა შესაბამის უწყებას," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები