21 აგვისტო 2026,   00:53
ვრცლად
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამტრედიაში N12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამტრედიაში N12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია უკვე დაასრულა. ასევე, დასრულების ეტაპზეა ქუთაისის N9 და N14 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. სკოლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სამივე სკოლის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების რეაბილიტაცია მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 24 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დაასრულა. 2 სკოლის რეაბილიტაცია 2023 წლის პირველი სემესტრის განმავლობაში დასრულდება, ხოლო 2 სკოლის სამუშაოების დასრულება 2024 წელს იგეგმება. იმერეთის რეგიონში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ჯამური ინვესტიცია 83 მილიონ ლარზე მეტია.

დღის ამბები