20 სექტემბერი 2024,   04:51
ვრცლად
სეტყვით დაზიანებული ყურძნის ჩაბარება ქარხნებში დილიდან დაიწყება - რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

კახეთში, დაზიანებული ყურძნის მიღებას დღეს დილიდან ქარხნები აქტიურად იწყებენ. პროცესს რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს ორგანიზებას. პარალელურად, კახეთში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ, ქარმა და სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები და ინფრასტრუქტურა დააზიანა. გარდა ამისა, დაზიანებულია 150-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი, ელექტროგადამცემი ხაზები, გაზსადენი მილები და ავტომანქანები; დაიხოცა შინაური ფრინველი.

ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ზარალის რაოდენობის დადგენის შემდეგ გადაწყდება, რა მიმართულებით დაეხმარებიან მოსახლეობას.

დღის ამბები